ნაწარმის მოვლა

DE ROUGE-ის ყველა აქსესუარი ხელით არის დამზადებული და საჭიროებს ისეთივე განსაკუთრებულ მოპყრობასა და ზრუნვას, როგორითაც ის შეიქმნა. მოარიდეთ თქვენი აქსესუარები მზის პირდაპირ სხივებს, ტენიანობას, ზეთებს, ალკოჰოლსა და თმის ლაქებს, რადგან ამ ნივთიერებებმა შესაძლოა დააზიანოს ან დაუკარგოს ბზინვარება კრისტალებს, ტყავსა და აბრეშუმს, რომლებსაც ჩვენი პროდუქციის შესაქმნელად ვიყენებთ. როდესაც აქსესუარს არ იყენებთ, შეინახეთ ის ორიგინალ შესანახ ჩანთაში ან ყუთში, რომელშიც მიიღეთ. 

დაიცავით თქვენი აქსესუარი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან. სიცხის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დელიკატური მასალების ფერის გახუნება ან დეფორმაცია.